მიუნხენის "ბაიერნი" პირველად აჩვენებს მზადყოფნას, რომ მოთამაშის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის დათმობებზე წავიდეს. თუ ჯამალ მუსიალა ხუთწლიანი კონტრაქტს მოაწერს ხელს, კონტრაქტში ცვალებადი გამოსასყიდი პირობები იქნება ჩართული.
გამოსასყიდი თანხა აქტიურდება კონტრაქტის დასრულებამდე ორი წლით ადრე და მისი ოდენობა დაახლოებით 175 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო კონტრაქტის დასრულებამდე ერთ წლით ადრე ეს თანხა 100 მილიონამდე შემცირდება.
ეს დათმობა "ბაიერნისთვის" მისაღებია, რადგან გამოსასყიდი თანხის ოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კონტრაქტი ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, მაგრამ ორივე მხარე გამოხატავს სწრაფვას, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ. "ბაიერნში" ამ მოლაპარაკებებზე დიდი ოპტიმიზმით არიან განწყობილნი.