რობერტ ლევანდოვსკი მის ცნობილ 5 გოლზე 9 წუთში ვოლფსბურგის წინააღმდეგ:
“თამაშის შემდეგაც არ მესმოდა, რას მივაღწიე. ვიცოდი, რომ გოლები გავიტანე, მაგრამ თომას მიულერმა გულშემატკივრებთან მიბიძგა და ვიფიქრე: ‘რატომ?’ კარგი, მოვიგეთ და გოლები გავიტანე, მაგრამ ისტორიული რაღაც რომ გავაკეთე, ეგ ვერ გავაცნობიერე.
იმ 9 წუთის განმავლობაში თითქოს სხვა სამყაროში ვიყავი. არ ვფიქრობდი, რამდენ წუთში გავიტანე ან რამდენი გოლი გავიტანე. როცა პირველი გავიტანე, ვიფიქრე, ‘კარგი, 1-1, მეორე გოლი გვჭირდება’. მეორე რომ გავიტანე, ‘კარგი, მესამე გვჭირდება, რომ გამარჯვება დავდასტუროთ’.
მერე მესამეც გავიტანე, მეოთხეც და მეხუთეც, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი, რამდენი გოლი გავიტანე, რადგან მომდევნო შანსს ვეძებდი.
მეექვსე გოლის შანსიც მქონდა – ვიღაცამ ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია და ცოტა გაბრაზებული ვიყავი თამაშის შემდეგ, რადგან ექვსი გოლის გატანა შემეძლო. მაგრამ მერე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მეექვსე გოლს 10 წუთში ვერ მოვასწრებდი; არ ვიცი, რამდენი წუთის შემდეგ იქნებოდა.
9 წუთში 5 გოლი – ეს რიცხვები, 5 და 9, ეპიკურ რაღაცად იქცა, რაც მთელი ჩემი ცხოვრება გამყვება.”