მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ვინგერი, ნიკოლას კუნი გამოჩნდა.
20 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიური კლუბის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ამჟამად ის მეორე გუნდში ასპარეზობს, სადაც 17 თამაშში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს გაკეთებული.
გამოცემა Sport 1-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზადაა კუნის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ტრანსფერი კი, დიდი ალბათობით, ზაფხულში განხორციელდება.
კუნი 2018 წლამდე "ლაიფციგის" ღირსებას იცავდა და ის 2 მილიონ ევროდ შეუერთდა "აიაქსს".