ჰარი კეინი "ბუნდესლიგაში" ერიკ დაიერთან ერთად პირველი ინგლისური ასისტისა და გოლის კომბინაციის შესახებ:
"პატიოსნად რომ ვთქვა, არ ვიცი, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ის იმ პოზიციაზე [იცინის].
მე და ერიკი ძალიან კარგი მეგობრები ვართ და სასიამოვნოა მისი მოედანზე ნახვა. მას ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია, მაგრამ როცა მოედანზე გამოვიდა, ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
ერიკი ისევ კლდესავით მყარი იყო 'ფრაიბურგის' წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ მან ასისტი ჩაიწერა და სასიამოვნოა, რომ გოლის გატანის შანსი მეც მომეცა."