კომპანი იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა შემდეგი მეტოქე „მანჩესტერ სიტი“ იყოს:
"ახლა იმ ეტაპზე შევედით, როცა დიდი თამაშებია მოსალოდნელი. ასე რომ, რაც არ უნდა იყოს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."
კომპანი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გაიტანეს მეტი გოლი, რათა თავიდან აეცილებინათ სიტის დაპირისპირების შესაძლებლობა:
"მეტოქის საჯარიმოში ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა და გვქონდა დიდი შანსი, რომ ანგარიში 4:0 გაგვეხადა.
ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. შორს არ ვიყურები – ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მეტოქე, უნდა აღვადგინოთ ჩვენი მუხტი და ენერგია."