კრისტოფერ ნკუნკუ ამ ზამთარში "ჩელსის" არ დატოვებს. ლონდონური კლუბი მზად იყო, რომ ფრანგი შემტევი გაეყიდა, თუ რომელიმე გუნდი მისთვის დაახლოებით 65 მილიონ ფუნტს გადაიხდიდა, მაგრამ ასეთი წინადადება არავის შეუთავაზებია.
ნკუნკუს ტრანსფერზე დაკვირვებას "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებდნენ, მაგრამ ორივე კლუბი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ფრანგი ფეხბურთელი 40 მილიონ ფუნტზე მეტი არ ღირს.
ამის მიზეზი მისი ტრავმიანობა და "ჩელსიში" სათამაშო დროის ნაკლებობაა. მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ სულ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად ამისა, მისი მომავალი კვლავ ბუნდოვანია.