ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. ევროპული გრანდები კვლავინდებურად ცდილობენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოპოვებას, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მათ შორის ფავორიტები უკვე გამოიკვეთა.
ტოპ გუნდები ჩემპიონობის შანსებით:
1. რეალი – 18%
2. ბარსელონა – 17%
3. ინტერი – 17%
4. პსჟ – 16%
5. არსენალი – 16%
6. ბაიერნი – 11%
7. ასტონ ვილა – 3%
8. დორტმუნდი – 3%
სამწუხაროდ, მიმდინარე მონაცემებით, მიუნხენის ბაიერნს 11%-იანი შანსი აქვს, რაც ლიდერ რეალზე (18%) საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, როგორც ვიცით, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა და ხშირად იმარჯვებს მაშინ, როდესაც მას არ მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად.