მოლაპარაკებების დროს "ბაიერნში" გადასვლის შესახებ 2023 წლის ზაფხულში, ჰარი კეინის კონტრაქტში ჩაწერილი იყო გამოსასყიდი თანხის პირობა. თავდამსხმელს სურდა ეს პუნქტი იმ შემთხვევაში, თუ მას ინგლისში დაბრუნება მოუნდებოდა, სადაც პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდის მოხსნა მისთვის მომხიბვლელი ამოცანაა.
თუმცა, 2025 წლის ზაფხულში შესაძლო ტრანსფერის თვალსაზრისით, ეს გამოსასყიდი პუნქტი უკვე გაუქმდა. მისი ამოქმედების ბოლო ვადა იანვარში ამოიწურა – მისი ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი ევრო იყო.
რაც შეეხება 2026 წლის ზაფხულს, ეს პუნქტი ისევ ძალაში შევა 2026 წლის იანვარში და მისი ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ევრო იქნება (კეინის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გრძელდება).
„ბაიერნს“ არ სურდა კომენტარის გაკეთება, როდესაც ამ საკითხზე Bild-მა ჰკითხა.
კეინს მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უფიქრია გამოსასყიდი პუნქტის გამოყენებაზე. მას მიუნხენში როგორც საფეხბურთო, ასევე პირადი ცხოვრების მხრივ, ოჯახთან ერთად, ბედნიერი ცხოვრება აქვს.
ამ პუნქტის შეთანხმებაში მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ჩართულები არ იყვნენ. მოლაპარაკებები იან-კრისტიან დრეზენმა აწარმოა და იგი იმ დროისთვის კომიტეტმა დაამტკიცა, რომელშიც ჰაინერი, ჰიონესი და რუმენიგე შედიოდნენ. მაშინ კეინის ეს სურვილი ყველა მხარის მიერ „სამართლიანად“ ჩაითვალა.