ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება.
24 წლის გარემარბს ახლა უკვე ახალი აგენტი ჰყავს, ფალი რამადანის სახით, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნის" ბოსებთან კარგი ურთიერთობა აქვს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, კარლ-ჰაინც რუმენიგე უკვე ესაუბრე სანეს ახალ აგენტს და სამომავლო გეგმები განიხილა.
წყაროს ცნობით, სანე თანახმაა "ბაიერნში" თამაშზე. ტრანსფერი კი დიდი ალბათობით, ზაფხულში განხორციელდება.