კომპანის ჰკითხეს ბოლო დროს დაცვით პრობლემებზე:
"კილთან 4:0-ს ვიგებთ, სხვა თამაშებში კი ყველაფერი ძალიან დაძაბულია ხოლმე. მე გამიმართლა, რომ ინგლისში 100-ქულიანი სეზონის ნაწილი ვიყავი, როგორც ფეხბურთელი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი სეზონი მნიშვნელოვანია – ყველა ეტაპი, ყველა მომენტი.
მხოლოდ ასე შეიძლება მაქსიმალური წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, სრულყოფილები ვერ ვიქნებით. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად არ გამოგვდის.
ყველა გერმანულმა გუნდმა ჩვენზე მეტი გოლი გაუშვა. მაგრამ ეს არ არის გამართლება. ბოლო დროს ბევრი გოლი გავუშვით. სრულყოფილების მიღწევა რთულია, მაგრამ ეს ჩვენი მიზანია. გვქონდა პერიოდიც, როდესაც შვიდი მატჩი კარი მშრალად შევინახეთ. საჭიროა სიმშვიდე გუნდში და რწმენა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია."