კინგსლი კომანი სავარაუდოდ გამოტოვებს გერმანიაში გასამართ ზაფხულის ევროპის ჩემპიონატს.
ფრანგ გარემარბს ძალიან მცირე შანსი აქვს, რომ ტურნირზე მოხვდეს ან ამ სეზონში მინდორს დაუბრუნდეს.
მის ნაცვლად კი საფრანგეთის ნაკრებში შესძლოა გამოიძახონ ბრედლი ბარკოლა ან მუსა დიაბი.
ცნობისთვის, კინგსლი კომანმა "კიოლნთან" თამაშში ბარძაყის სერიოზული დაზიანება მიიღო და დაახლოებით 5 კვირა ვერ ითამაშებს.