ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და 0-4 გაანადგურა.
"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თომას მიულერმა, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფეხბურთელმა ამ ასისტის შესრულებით ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, მიულერს ამ სეზონში უკვე 12 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და ასეთი მსგავსი შედეგი არცერთ ფეხბურთელს არ აქვს მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკის დათვლა დაიწყეს, ანუ 2004/05 წლების სეზონიდან.