მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება.
"რეკორდმაისტერის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ლუკას ერნანდესმა ვარჯიში განაახლა. მან დღეს გუნდთან ერთად სრული ვარჯიში ჩაატარა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ფრანგი მარცხენა მცველი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და ბუნდესლიგის მომავალ ტურში, "შალკეს" წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.
შეგახსენებთ, რომ ერნანდესმა დაზიანება ოქტომბერში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მას შემდეგ ვერ ეხმარება გუნდს.