დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნი" ალვარო ოდრიოსოლას დამატებასთან ახლოსაა.
ესპანური გამოცემა Marca-ის ინფორმაციით, 24 წლის მარჯვენა მცველმა მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი კი მომავალი ტრანსფერია.
წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ესპანელი ფეხბურთელი მიუნხენში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
როგორც ცნობილია, ოდრიოსოლა "ბაიერნის" რიგებში 6-თვიანი იჯარით გადაბარგდება, კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.