მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა ესპანელი მარჯვენა მცველის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერი დაადასტურა.
24 წლის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებს ექვსთვიანი იჯარის წესით შეუერთდა. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.
როგორც ცნობილია, "ბაიერნმა" იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.