მიუნხენის "ბაიერნი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას აპირებს იჯარის წესით.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" მორიგი სამიზნე ტურინის "იუვენტუსის" გარემარბი, დუგლას კოშტაა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბაიერნის" ღირსებას უკვე იცავდა 2015-17 წლებში, ამის შემდგომ კი ჯერ იჯარით, ხოლო შემდგომ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა "ბებერი სინიორას" რიგებს.
წყაროს ცნობით, ბავარიული გრანდი კოშტას დამატებას იჯარის წესით აპირებს. ზაფხულში კი 29 წლის ფეხბურთელი კვლავ ტურინში დაბრუნდება.