მიუნხენის "ბაიერნთან" შეხვედრაში გელზერკიხენული კლუბის მხრიდან ერთ-ერთი უსუსტესი გახლდათ მეკარე, მარკუს შუბერტი, რომლის შეცდომების გამო არაერთი გოლი გავიდა.
თამაშის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" კაპიტანი, მანუელ ნოიერი ღირსეულად მოიქცა და "შალკეს" კიპერი გაამხნევა.
"ახალგაზრდა მეკარეებისთვის ასეთი გამოცდილების მიღება კარგია. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მისი გაკრიტიკება."
"ბაიერნი ყველა შემთხვევაში მოიგებდა, იმ შემთხვევაშიც, მას რომ საუკეთესო შეხვედრა ჩაეტარებინა." - აცხადებს ნოიერი.