ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ამ თანხით ზაფხულში ჯამში 3 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი ლეროი სანეა, რომლის ტრანსფერსაც გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია ელიან. დიდი ალბათობით, კლუბებს შორის შეთანხმება სეზონის დასრულებამდე შედგება.
გარდა ამისა, მიუნხენელებს ასევე კაი ჰავერცის დამატებაც სურთ. 20 წლის ნახევარმცველი გერმანელი ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მის სანაცვლოდ "ლევერკუზენი" 80 მილიონ ევროს ითხოვს.
და ბოლოს, "ბაიერნს" დაცვის ხაზის გაძლიერებაც სურს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის დამატებას აპირებს კლუბი. თუმცა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ჟერომ ბოატენგი წავა. შესაბამისად, მისი შემცვლელის ძიება აქტიურად მიმდინარეობს.