მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
31 წლის ფორვარდს აღნიშნული ჯილდო 2011-დან 2017 წლამდე ზედიზედ შვიდჯერ აქვს მოპოვებული, გასულ წელს კი ეს პრიზი ლუკაშ ფაბიანსკიმ მიიღო.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ "ბაიერნის" ლიდერმა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კვლავ დაიმსახურა.