ბოლო პერიოდში "ლაიფციგის" ახალგაზრდა ფორვარდს, ტიმო ვერნერს აქტიურად უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს".
აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად გერმანელმა ფეხბურთელმა გააკეთა.
"ვფიქრობ, მიუნხენელებს მსოფლიოშ საუკეთესო 9 ნომერი ჰყავთ, რობერტ ლევანდოვსკის სახით."
"მეც და ლევანდოვსკისაც სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაგვაქვს, რაც კლასზე მიუთითებს, ამის გათვალისწინებით, ერთად თამაში არ გაგვიჭირდება. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ." - აცხადებს ვერნერი.