ლეროი სანეს ტრანსფერში მიუნხენის "ბაიერნს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა გარემარბის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება.
წყაროს ცნობით, "ბებერმა სინიორამ" უკვე დაიწყო ლეროი სანეს გადაბურებაზე მუშაობა და სურს, რომ ტრანსფერი სეზონის დასრულებამდე შედგეს.
შეგახსენებთ, რომ სანეს დამატება "ბაიერნს" გასული სატრანსფერო ფანჯრების დროსაც სურდა, თუმცა, მაშინ კლუბებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.