გერმანიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს. გუშინაც და "მაინცთან" მატჩშიც იყო მომენტები, როდესაც ძალიან მოვუკელით და დავისაჯეთ. კვირას სრული, 90 წუთის მანძილზე მოგვიწევს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება."
"საბოლოო ჯამში, მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. თუმცა, მეორე ტაიმს გუნდთან ერთად აუცილებლად მკაცრად განვიხილავ." - აცხადებს ფლიკი.