ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა კაი ჰავერცის მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"თუ ბავარიელებს მომავალზე ზრუნვა სურთ, მაშინ, რა თქმა უნდა, საუკეთესო გერმანელი ახალგაზრდები უნდა მიიყვანონ გუნდში."
"ჰავერცი სწორედ ერთ-ერთი მათგანია და ორი აზრი არ არსებობს, რომ მას დიდი მომავალი აქვს, თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი."
"კერძოდ, კაი არ არის ჯერ მზად "ბაიერნისთვის". მას ჯერ დრო სჭირდება, რათა მენტალურად სრულიად მოემზადოს. სწორედ ასე ვიყავი მეც თავის დროზე." - აცხადებს ბალაკი.