მიუნხენის "ბაიერნი" რომ სერიოზულად არის დაინტერესებული ლეროი სანეს ტრანსფერით, ამას კლუბის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
"რეკორდმაისტერს" 24 წლის ვინგერის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, თუმცა, ვერ გამოუვიდა. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ მიუნხენელებს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვა აპრილამდე არ შეუძლიათ.
მოგეხსენებათ, სანემ გასულ თვეში სააგენტო გამოიცვალა და ახლა ის Lian Sports-თან თანამშრომლობს.
კონტრაქტის მიხედვით, გერმანელ ფეხბურთელს არ შეუძლია რაიმე ხელშეკრულებებზე საუბარი სხვა კლუბთან, მიმდინარე წლის აპრილამდე.