"ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, ჰერბერტ ჰაინერმა ჰანს ფლიკის მომავალზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ფლიკი იდეალურად ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს. ეს მხოლოდ მოგებებს არ ეხება. გუნდის თამაშშიც დიდი პროგრესი შეინიშნება."
"მას სრულ ნდობას ვუცხადებთ. ახლა სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ და სწორედ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ მომავალზე."
"სეზონის დამთავრებამდე არ ვაპირებთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას." - აცხადებს ჰაინერი.