ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "სიტი" მზად იყო ლეროი სანესა და კინგსლი კომანის გაცვლა განეხორციელებინა.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "ქალაქელებმა" ტრეიდის თაობაზე "ბაიერნს" მიმართეს და მტკიცე უარიც მიიღეს.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" არ აპირებს ფრანგი გარემარბის გაყიდვას ზაფხულში არანაირ ფასად. მათ შორის, არც სანეს სანაცვლოდ.
კომანი ფლიკის გეგმებში შედის და ის გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს.