მიუნხენის "ბაიერნი" რომ ახალი მცველის დამატებით არის დაინტერესებული, ეს ამბავი არახალია.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი, უნაი ნუნესი მოექცა.
ბასკები 23 წლის ფეხბურთელს 40 მილიონ ევროს აფასებს. მისი დამატებით, "ბაიერნის" გარდა ასევე კატალონიის "ბარსელონაცაა" დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა რიგებში კიდევ ერთი ბასკი მცველი, ხავი მარტინესი ირიცხება.