ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მანუელ ნოიერმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს.
"რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორს, ჰერბერტ ჰაინერს სჯერა, რომ მანუს ირგვლივ აგორებული ჭორები არ გამართლდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ მანუელი გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს."
"ის დიდებული გუნდისთვის თამაშობს. მანუს ძალიან უყვარს მიუნხენი. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე." - აცხადებს ჰაინერი.