მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის ტრანსფერების წინასწარ შეთანხმებას აგრძელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს მოელაპარაკა.
ცნობილი გერმანული გამოცემა "SportBild" იტყობინება, რომ "ბაიერნი" "ლაიფციგისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის, აგენტს შეუთანხმდა.
ვერნერი მიუნხენურ გრანდში გადასვლაზე თანახმაა და ახლა "რეკორდმაისტერს" ისღა დარჩენია, რომ "ლაიფციგს" მოელაპარაკოს.
22 წლის გერმანელის სანაცვლოდ "ხარებს" 60 მილიონი ევროს მიღება სურთ, მაგრამ "ბაიერნი" სატრანსფერო ღირებულების დაწევას შეეცდება.
ვერნერის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება და ტიმო გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ მიუნხენელებს სჯერათ, რომ "ლაიფციგს" 40 მილიონ ევროზეც დაითანხმებენ.
ტიმო ვერნერმა მიმდინარე სეზონში სულ 25 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.