"კიოლნთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ჩვენს თავში ეჭვი არ გვეპარება. ჩვენ გვყავს დიდებული გუნდი, დიდებული მწვრთნელითა და მოთამაშეებით."
"გვჯერა, რომ გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ მატჩში შეგვიძლია და სწორედ ამის წყალობით შევძელით კვლავ პირველ ადგილზე გადასვლა."
"ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ მეორე ტაიმშიც ისევე ვერ გავაგრძელეთ, როგორც დავიწყეთ. 10 გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ, რატომღაც გავჩერდით." - აცხადებს მანუ.