სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ესტუმრება.
მატჩის წინ "არისტოკრატების" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩვენსა და "ბაიერნს" შორის ერთი დიდი განსხვავებაა. ხანდახან გვაკლია ისეთი მკვლელის ინსტიქტი, როგორიც ლევანდოვსკის აქვს."
"31 წლის ასაკშიც კი ის მუდამ გოლზეა დაგეშილი. სწორედ ასეთი თამაში გვჭირდება შეტევის დასკვნით ფაზაში, რათა წარმატებას მივაღწიოთ." - აცხადებს რუდიგერი.