ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩამდე ერთი დღე რჩება. ორივე გუნდი ხვალინდელ დაპირისპირებაში ყველაფერს გააკეთებს, რათა წარმატებას მიაღწიოს.
მომდევნო მატჩს როგორც "ჩელსი", ასევე "ბაიერნიც" დიდი დანაკლისებით ხვდებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, სუპერვარსკლავების ნაკლებობას არცერთი გუნდი არ უჩივის.
გთავაზობთ "ჩელსისა" და "ბაიერნის" კომბინირებული საუკეთესო თერთმეტეულს, მიმდინარე შემადგენლობების გათვალისწინებით.
ნოიერი - დევისი, რუდიგერი, ალაბა, ასპილიკუეტა - კიმიხი, ალკანტარა - ვილიანი, კოუტინიო, გნაბრი - ლევანდოვსკი.