ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ლონდონის "ჩელსის" დანაკლისი სრულად ცნობილია.
აქამდეც გადაწყვეტილი იყო, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არისტოკრატებს" ორი ლიდერი, ნგოლო კანტე და კრისტიან პულიშიჩი ვერ დაეხმარებიან.
გარდა ამისა, "ბაიერნთან" შეხვედრაში ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას მასპინძელთა ამომავალი ვარსკვლავი, კალუმ ჰადსონ ოდოი.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "ბაიერნის" პირველი შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.