ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩამდე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა, იოზუა კიმიხმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"გასულ სეზონში პრემიერლიგა ევროტურნირებზე დომინირებდა. ახლა კი გერმანულმა კლუბებმა კარგი სტარტი აიღეს და ჩვენ მის გაგრძელებას ვეცდებით."
"ჩელსის შესანიშნავი გუნდი გყავს. მათ რიგებში როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ასევე ახალგაზრდები ირიცხებიან."
"ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი უდიდესი ოცნებაა. არ უნდა გავიმეოროთ გასული წლის შეცდომა, უფრო მამაცები უნდა ვიყოთ, ავიღოთ თამაშზე კონტროლი და ყველაფერი გამოგვივა." - აცხადებს კიმიხი.