ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად ლონდონის "ჩელსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯებსაც" ჰქონდათ შანსები, უფრო მეტი რეალური მომენტი "რეკორდმაისტერმა" შექმნა. რობერტ ლევანდოვსკის ორჯერ ვილი კაბალიერომ აჯობა, ხოლო საუკეთესო შანსი თომას მიულერს ჰქონდა, როდესაც გერმანელმა თავით ბურთი ხარიხას მოარტყა.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმის სტარტზე სერჟ გნაბრიმ ლონდონი კვლავ აიღო - რობერტ ლევანდოვსკიმ და გნაბრიმ სამ წუთიან ინტერვალში ორი მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და სერჟმა დუბლი გაიფორმა - 2:0!
საბოლოოდ, "ბაიერნმა" 3:0 იმარჯვა და საპასუხო თამაშის წინ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა. ჰანსი ფლიკის გუნდი "ჩელსის" შინ 19 მარტს მიიღებს.