ლონდონის "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის შემდგომ მასპინძელთა დამრიგებელმა, ფრენკ ლამპარდმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"დღეს ვნახეთ, თუ რა დონეზე დგას ფეხბურთი. "ბაიერნი" ნამდვილად უძლიერესი კლუბია და ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ."
"ეს ჩვენი გუნდისთვის მწარე გაკვეთილია. ასეთ მაღალ დონეზე დიდი ხანია არ გვითამაშია და ამანაც იქონია ზეგავლენა. თუმცა, შეგვიძლია ყველაფერს პოზიტიურადაც შევხედოთ. დიდი გამოცდილება მივიღეთ."
"0-3 ანგარიშიდან შემოტრიალება ძალიან რთული იქნება, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ." - აცხადებს ლამპარდი.