მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "ჩელსისთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
პოლონელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა, რის გამოც მას მინიმუმ 4 კვირის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ "ჩელსისთან" დაპირისპირებაში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე და თავი გოლითა და ორი საგოლე პასით გამოიჩინა.