მოგეხსენებათ, დღეს "ჰოფენჰაიმისა" და "ბაიერნის" მატჩი ფანების გამო გარკვეული პერიოდით შეწყდა.
მიუნხენელმა გულშემატკივრებმა მასპინძელი გუნდის მფლობელის, დიეტმარ ჰოფის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს და მას ბო*იშვილი უწოდეს.
ამის მიზეზი კი გახლავთ 79 წლის ბიზნესმენის ქმედება. როგორც ცნობილია, ჰოფი ამჟამად 14.5 მილიარდ ევროს ფლობს და მან "ჰოფენჰაიმის" განვითარებაში დიდი ინვესტიციები ჩადო. ზოგადად გერმანიაში აკრძალულია, რომ რომელიმე პიროვნება კლუბის აქციების 50%-ზე მეტს ფლობდეს, ჰოპმა კი მოახერხა და ის "ჰოფენჰაიმის" 96%-ის მფლობელია.
მიუნხენელ ფანებს არ მოსწონთ ის, რომ რომელიმე კომპანია ან პიროვნება დიდ თანხებს დებს კლუბის განვითარებაში, რაც მოკლე დროში მის წარმატებას იწვევს. სწორედ ამავე მიზეზით გამოფინეს "ბაიერნისა" და "ლაიფციგის" თამაშის დროს მიუნხენელმა ქომაგებმა სტუმარი გუნდის საწინააღმდეგო ბანერი.