მოგეხსენებათ, შაბათს გამართული ბუნდესლიგის შეხვედრა "ჰოფენჰაიმსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც სტუმართა ქომაგებმა დიეტმარ ჰოფის შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რიგებში გადაწყვეტილება მიიღეს და იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ქმედება კვლავ განმეორდება, მოთამაშე კლუბები დაუყოვნებლივ დატოვებენ მინდორს.
წყაროს ცნობით, გეგმის ინიციატორები ფიქრობენ, ამ ქმედებით მატჩის მთავარი არბიტრი წნეხისგან განთავისუფლდება. ფანები კი თავის მხრივ ასეთი ქმედებების ჩადენას აღარ გააგრძელებენ.