მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ალფონსო დევისის ტრანსფერის დეტალები გაიხსენა.
"ალფონსოს რეგულარულად ვაკვირდებოდით. ჩვენი მთავარი სკაუტი, მარკო ნეპი ამ ტრანსფერში უდიდეს როლს თამაშობდა."
"დევისის შესაძლებლობებში თავიდანვე ვიყავით დარწმუნებული. მის თამაშებსა და ვიდეოებს ვუყურეთ და ვიცოდით, რომ ის აუცილებლად უნდა გვეყიდა."
"ბევრი კლუბი ცდილობდა მის გადაბირებას, თუმცა, ის ჩვენ გვენდო და ახლა იცის, რომ სწორი არჩევანი გააკეთა." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.