გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგის მომდევნო ტურის მატჩების ჩაშლა გამორიცხა.
"ჩვენი სურვილია, რომ მატჩები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. საჭიროა როგორც ფანების, ასევე მოთამაშეების უსაფრთხოებაც."
"მომდევნო ტურის მატჩები არ ჩაიშლება. მაყურებლებთან ერთად თუ მათ გარეშე? ამას უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ." - აცხადებს ბუნდესლიგის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სეიფერტი.