მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მუქარის შემცველი წერილები მიუვიდა.
პოლიციამ უკვე დაიწყო აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. წყაროს ცნობით, წერილების ავტორები "რეკორდმაისტერის" ულტრასები არიან.
მოგეხსენებათ, კლუბის მესვეურებსა და ფანებს შორის დიეტმარ ჰოფის წინააღმდეგ გამოფენილი ბანერების შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა და როგორც ჩანს, ულტრასებმა სწორედ ამ მეთოდით სცადეს ხელმძღვანელობის დაშინება.