მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ ვინგერს დაიმატებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად ლონდონის "ჩელსის" გარემარბი, ვილიანი გამოჩნდა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და დარჩენას აღარ აპირებს. შესაბამისად, ბავარიელები მის დამატებას უფასოდ ეცდებიან.
წყაროს ცნობით, ვილიანის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე ლონდონურ "არსენალსა" და "ტოტენჰემსაც" სურთ.