ესპანური გამოცემა OKDiario-ს დირექტორი, ედუარდო ინდა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალის" ლიდერი, ტონი კროოსი ზინედინ ზიდანის მიდგომით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ "სიტისთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან მოუწია დაწყება.
როგორც ცნობილია, ამ შანსის გამოყენებას მიუნხენის "ბაიერნი" ცდილობს და კლუბი უკვე დაუკავშირდა 30 წლის ფეხბურთელის აგენტს.
კროოსის დაბრუნება მიუნხენელებისთვის საკმაოდ რთული იქნება, რადგან მოთამაშემ გასულ წელს გაახანგრძლივა "რეალთან" კონტრაქტი. თუმცა, "რეკორდმაისტერის" თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ტრანსფერის განსახორციელებლად.