გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულში მიროსლავ კლოზეს დააბრუნებს.
წყაროს ცნობით, გერმანელი ვეტერანი "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება.
ჰანს ფლიკს კლოზეს დანიშვნა იანვარშიც სურდა, თუმცა, მაშინ ვერ მოხერხდა. კლოზე საქმეს ზაფხულიდან შეუდგება.