მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთი თვის დასრულების შემდეგ დაცარიელდება.
გერმანული გამოცმების ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის აღდგენითი კურსები კარგად მიმდინარეობს და ის 20 მარტიდან უკვე ბურთთან ერთად ივარჯიშებს.
რაც შეეხება ივან პერიშიჩს, გასული 3 კვირის განმავლობაში ის რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა და სულ მალე უკვე დაიწყებს ბურთით ვარჯიშს.
როგორც ცნობილია, ორივე ზემოხსენებული მოთამაშე 4 აპრილს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ დაბრუნდება.