ესპანელი ჟურნალისტის, ადრიან სანჩესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" ხმაურიან გაცვლას გეგმავენ.
წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული სერჟ გნაბრის დამატებით და მის სანაცვლოდ მზადაა ანტუან გრიზმანი დათმოს.
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და სრულიად რეალურია, რომ ზაფხულში ეს ტრეიდი ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ბარსელონამ" გასული წლის ზაფხულში დაიმატა 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ.