კორონავირუსთან საბრძოლველად დაწყებულ კამპანიას გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც შეუერთდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ბუნდესნაკრების ფეხბურთელებმა კრიზისიდან გამოსასვლელ ფონდში 2.5 მილიონი ევრო გადარიცხეს.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მოთამაშეებმა ერთობლივად მიიღეს და თანხაც პირადი სახსრებიდან გაიღეს.