ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ჰასან სალიჰამიჯიჩი გასულ კვირაში 27 წლის გარემარბის აგენტს შეხვდა. თუმცა, აპრილამდე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება აკრძალულია, რის გამოც კონკრეტული ცნობები ჯერ კიდევ არ ვრცელდება.
წყაროს ცნობით, სანეს ტრანსფერის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ჰანს ფლიკია.
როგორც ცნობილია, სალიჰამიჯიჩს გერმანელი ვინგერის დამატება მიზნად აქვს დასახული. თუმცა, თავად ფლიკის მოთხოვნაა, რომ გუნდმა არა სანეზე, არამედ კაი ჰავერცისა და ტიმო ვერნერის დამატებაზე გააკეთოს აქცენტი. ეს ყველაფერი კი გუნდში უთანხმოებას ქმნის.