მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ეს ახალი გამოწვევაა, რომელსაც როგორც ყველა, ასევე ჩვენც უნდა გავუმკლავდეთ."
"გუშინ პირველი ვარჯიშები ჩავატარეთ ონლაინ რეჟიმში, სადაც დისტანციურად ყველა ფეხბურთელი იყო ჩართული."
"პრინციპი მარტივია. ფეხბურთელები საკუთარ ტაბლეტებში ხედავ მწვრთნელს და ყველა საჭირო ვარჯიშსა და მითითებას. სრულიად მომზადებულები ვართ შესაძლო კარანტინისთვის." - აცხადებს ფლიკი.